ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში (ყოფილი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი) აღმოსავლური ხელოვნების ნიმუშების შეგროვებას საფუძველი ჯერ კიდევ 1927 წელს მუზეუმის დამაარსებელმა დავით არსენიშვილმა ჩაუყარა საფუძველი, ამის დასტურია ამავე პერიოდში გადაღებული ფოტო, სადაც დავით არსენიშვილი ვაიანგით (ჩრდილების თეატრის თოჯინა ინდონეზიაში) ხელში დგას. აღმოსავლური კოლექციების შევსება საბჭოთა პერიოდშიც გრძელდებოდა, თუმცა ამას სისტემური და მიზანმიმართული ხასიათი არ ჰქონია.
2019 წელს ხელოვნების სასახლეს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი გადმოეცა, რომელიც თავის კოლექციებში საკმაოდ დიდი რაოდენობით ორიენტალისტურ ექსპონატებს შეიცავდა, მათ შორის ქსოვილს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნივთებს. ამ პერიოდიდან მოყოლებული მუზეუმში აქტიურად იწყება აღმოსავლური კოლეციე ბის შევსება, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და მუზეუმის დირექციის ინიციატივით, 2020-2023, წლებში ევროპის სხვადასხვა აუქციონებზე, იაპონიასა და თურქეთში არაერთი საყურადღებო ნივთი იქნა შეძენილი.
მუზეუმის ორიენტალისტური კოლექციები მრავალმხრივი და მრავალეროვანია, აქ წარმოდგენილია: იაპონია, ჩინეთი, შუამდინარეთი, სპარსეთი, თურქეთი, ავღანეთი, არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, ნეპალი, მონღოლეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი. აქვე ნახავთ ტექსტილს, ავეჯს, სამკაულს, იარაღს და ა.შ