საქართველოს სამეფო აზიურმა საზოგადოებამ სტამბა „ფავორიტი სტილის“ მხარდაჭერით ახალი ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) კატალოგი გამოსცა. კატალოგი სახელწოდებით „აღმოსავლური კოლექციები საქართველოში“ - საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის და ზუგდიდის დადიანების სასახლეების აღმოსავლურ კოლექციებს აერთიანებს. კატალოგში არაერთი ნიმუში პირველად დაიბეჭდა. აქ შესულია ჩინეთის, იაპონიის, მონღოლეთის, სპარსეთის, თურქეთის, უზბეკეთის და სხვა აზიური ქვეყნების ხელოვნებისა და ყოფის ისტორიის ამსახველი საყურადღებო ექსპონატები. კატალოგი უკვე გადაეცა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოების ბიბლიოთეკას, ლონდონში ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას. გამოცემა ასევე გაეგზავნება საქართველოში აკრედიტირებულ შესაბისი ქვეყნების საელჩოებსა და კორეის სამეფო აზიურ საზოგადოებას. კატალოგი ოქტომბრის დასაწყისიდან ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის ბიბლიოთეკაში გაიყიდება.