ოლესია თავაძის პერსონალური გამოფენა



11 ნოემბერს საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების და ხელოვნების სასახლის ორგანიზებით საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში ცნობილი ქართველი მხატვრის ოლესია თავაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო მხატვრის ორიენტალისტურ შემოქმედებას. მხატვარმა გააფორმა აღმოსავლურ თემებზე შექმნილის ისეთი ნაწარმოებები, როგორებიცაა: “ტენგუს მარაო“, იაპონური ზღაპრები (1972 წ).  ვილჰემ ჰაუფის ( Hauff Wilhelm) „პატარა მუკის ამბავი“ (2018 წ), ჟომბოკ ტიმარ დიორდის (zsombok timar gyorgy) ნეპალური ამბავი.  გახსნის ცერემონიალს მხატვრის შემოქმედების არაერთი თაყვანისმცემელი დაესწრო, გამომსვლეთა შორის იყო საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი თამარ ლაცაბიძე.

შეხვედრაზე ითქვა რომ საზოგადოება მომავალ 2025 წელს ქალაქ თბილისის მერიასთან და ხელოვნების სასახლესთან ერთად მხატვრის შემოქედებისადმი მიძღვნილ ორენოვან კატალოგს გამოსცემს, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ორიენტალისტურ თემატიკას დაეთმობა. ოლესია თავაძე არის საერთაშორისო ლიტერატურული პროგრამა Step by Step ("ნაბიჯ-ნაბიჯ") ლაურეატი საბავშვო მწერალთა შორის. ამ პროგრამაში გამარჯვებული მისი ზღაპარი-"პასკულინა და ბუსუნსულა" ბევრ ენაზე ითარგმნა. ამასთანავე ის არის მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილე, არაერთი ლიტერატურული პუბლიკაციის ავტორი.