კრებულის პრეზენტაცია - მეშვიდე კონტინენტის ქართველი



2 აპრილს, საათზე საქართველოს ხელოვნების სასახლეში მოგონებების უნიკალური წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. 

პირველად საქართველოს ისტორიაში გამოიცა კრებული „მეშვიდე კონტინეტის ქართველი“ ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც მოგვითხრობს  ავსტრალიაში მცხოვრები ქართველის თავგადასავალს და დამოუკიდებელი საქართველოს წარსულის პერიპეტიებს. ქართველი ახალგაზრდა სახელად შალვა გიგოლაშვილი დიდი ბრიტანეთის ჯარის დახმარებით ინგლისში აღმოჩნდება. ისტორია საინტერესოდ ვითარდება, საქართველოდან ბედის უკუღმართობას გაქცეული პატარა ბიჭი უელსის პრინცის ფავორიტი ხდება.   წიგნის პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე. ასევე, ავსტრალიიდან გვესტუმრნენ მოგონებების ავტორის, შალვა გიგოლაშვილის შვილი, გრეგორი ზახაროვი და მისი შვილიშვილი დევიდ ზახაროვი.

   

კრებული გამოიცა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების მხარდაჭერით.