საქართველოს ხელოვნების სასახლეში, 9 ოქტომბერს სტუმრად იმყოფებოდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩვენს ქვეყანაში ბატონი იშიძუკა ჰიდეკი. ბატონი ელჩი ბრწყინვალედ იცნობს აღმოსავლურ ხელოვნებას, ამიტომაც მან დაათვალიერა მუზეუმის იაპონური ხელოვნების კოლექციის ნიმუშები. საჩუქრად კი, მიიღო საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოებისა და ხელოვნების სასახლის კულტურის ისტორიის მუზეუმის გამოცემები. მოხარულნი ვართ იმით, რომ ბატონ ელჩზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმის მიერ წლების განმავლობაში შეგროვებულმა იაპონური კულტურის ძეგლებმა, აღმოჩნდა რომ ბევრი მათგანი უნიკალურია და დიდი მხატვრული ღირებულება გააჩნია. საქართველოს სამეფო აზიურ საზოგადოებას, ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმსა და იაპონურ მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო საინტერესო პერსპექტივები დაისახა.. განსაკუთრებული მადლობა მის აღმატებულება იშიძუკა ჰიდეკის მუზეუმში ნაყოფიერი ვიზიტისათვის.