საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების  და ზუგდიდის დადიანების სასახლეების ურთიერთანამშრომლობით ამ მუზეუმის ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) კატალოგი გამოიცა. 240 გვერდისაგან შემდგარი ნაშრომის ავტორი საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების  პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი  კალანდიაა. კატალოგი ზუგდიდის დადიანების სასახლეების დირექტორის ანზორ ოყუჯავას ინიციატივით მომზადდა და მასში ბევრი ექსპონატის შესახებ ვიზუალური თუ ტექსტუალური ინფორმაცია პირველად დაიბეჭდა.

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი სიძველეთსაცავია, ის დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ-საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებიდან გადმოტანილ ქართულ სიძველეთა ბაზაზე. მის ფონდებში დაცულია 50 000-მდე ექსპონატი, მათ შორის უნიკალური ორიენტალისტური კოლექციები. კატალოგი მკითხველს საშუალებას მისცემს დეტალურად გაეცნოს საქართველოში ორიენტალისტური კოლექციების შექმნის ისტორიას