საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოება

— ქართველი ისტორიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი, 2019 წლიდან საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი. გადაცემა „ჩვენებურების“, „წერილები იმედზე“, ავტორი. „დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის“ თავმჯდომარე. მისი ავტორობით გამოიცა 20–მდე წიგნი. 2010-2011 წლებში ასწავლიდა ილიას უნივერსიტეტის სატელევიზო ცენტრში. 2010 წლიდან დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. 2012 წლიდან ამავე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. 2019 წლიდან აზიის სამეფო საზოგადოების წევრი. 2020 წლიდან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი. 2017 წელს გიორგი კალანდიას ხელმძღვანელობით განხორციელებულმა პროექტმა „ქსოვილი საქართველოდან“ სამეცნიერო კვლევების დარგში ევროპის კულტუტრული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო „ევროპა ნოსტრა“ მიიღო. 2022 წელს გიორგი კალანდიამ გამოსცა 15 ტომეული სახელწოდებით „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“, გამოცემა მალევე ბესტსელერი აღმოჩნდა, მრავალტომეული წარმოადგენს სიღრმისეულ ნამუშევარს მსოფლიოს მასშტაბით ქართველთა ღვაწლის შესახებ. ავტორი და გამომცემლობა ორი წელი მუშაობდნენ ამ პროექტზე, რომელმაც გააერთიანა საქართველოს მიღმა მცხოვრებ ქართველთა უმდიდრესი ისტორია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. წიგნი უხვადაა ილუსტრირებული იშვიათი ფოტომასალით, უნიკალური დოკუმენტების ფოტოასლებით და მიმოწერიდან ამონარიდებით, რომლებიც ავტორმა, ათ წელზე მეტი დროის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს ბიბლიოთეკებში, არქივებსა თუ სამუზეუმო საცავებში აღმოაჩინა, შეისწავლა და საბოლოოდ, უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ნაშრომად აქცია.

გლობალური საბანკო კარიერა - HSBC ბანკის ლონდონის ოფისში. საზღვარგარეთ ცხოვრების დროს თამარი მუდმივად ინარჩუნებდა კავშირს საქართველოსთან სხვადასხვა პლატფორმებში აქტიურობით. ის არის „ბრიტანულ - ქართული საზოგადოების“ (დიდი ბრიტანეთი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამასთანავე, მისი ინიციატივით განხორციელდა რამდენიმე ქართულ - ბრიტანული პროექტი; მათ შორის იყო „ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ“ (ავტორი გ. კალანდია) წიგნის პრეზენტაცია და პროექტი „ვეფხისტყაოსანი“ - ბრიტანეთის ბიბლიოთეკისათვის შექმნილი მომინანქრებული ვეფხისტყაოსანი.  2022 წელს თამარი გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ გამარჯვებული პროექტით „ქართლის ცხოვრების ხელნაწერები ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში“, რომელიც წარმატებით განხორციელდა.  

მან განათლება მიიღო ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში და ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA) ბეიზის ბიზნესის სკოლა, სითი უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი).

საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე, 2019-2022 წლებში მუშაობდა საერთაშორისო პროექტზე "ქსოვილი საქართველოდან", არის ამავე სახელწოდების წიგნის 1 ტომის ერთ-ერთი ავტორი, 2023 წელს მისი მხატვრული კონცეფციით გამოიცა ორენოვანი კრებული „ქართული მოდის ისტორია“. 2021 კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში (პოლონეთი) გაიარა ხის ნივთების რესტავრაციის საფუძვლიანი კურსები. 2022-2023 წლებში აშშ-ს საელჩოს გრანტის ფარგლებში ხელმძღვანელობს ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხის ნივთების რესტავრაციას.

ამჟამად ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმში საზოგადოებასთან და უცხოურ დონორებთან ურთიერთობის მენეჯერი.  ის 2012 – 2016 წლებში სწავლობდა ბაკალავრიატის პროგრამაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ, 2017 – 2019 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე „ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება“. ნუცი კაჭახიძე, როგორც მეცნიერი და თარჯიმანი მონაწილეობდა ხელოვნების სასახლის მიერ განხორციელებულ ისეთ პროექტებში, როგორებიცაა: „ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ“ (პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ), „დადიანების სასახლეების საგანძური“ (პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ), „ქსოვილი როგორც ხელოვნება“ ( პროექტი დაფინანსდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ), „ანისი - მრავალეროვანი კავკასიის სიმბოლო“ (პროექტი დაფინანსდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ), „ირინა შტენბერგი 115“ (ორენოვანი კატალოგი , პროექტი დაფინანსდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ).

იგი ასევე იყო სამუშაო ჯგუფის წევრი და თარგმნიდა ტექსტუალურ მასალას ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, როგორიცაა: ქართული მოდის ისტორია - ორენოვანი კატალოგი ქართული მოდის შესახებ კოლხი მედეას პერიოდიდან XIX საუკუნემდე (2022), გიორგი აფხაზი (2022) - კატალოგი ქართველი თეატრალური მხატვრის შესახებ, რომელიც მოღვაწეობდა იტალიაში.

ნუცი კაჭახიძე ასევე კოორდინაციას უწევდა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტს სახელწოდებით „საგანმანათლებლო პროგრამა საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სკოლებისთვის“. აღნიშნული პროექტი განხორციელდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს  მხარდაჭერით.

ამჟამად ხელოვნების სასახლის-კულტურის ისტორიის მუზეუმის თანამშრომელია. ის 2010-2014წ. სწავლობდა ბაკალავრიატის პროგრამაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, იმავე უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა და 2017 წელს მოიპოვა მუზეუმთმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.  2018-2019 წლებში  მუშაობდა თსუ-ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში უფროს სპეციალისტად,  2019 წლის მაისიდან მუშაობს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში, მას საერთაშორისო პროექტების განხორციელების უდიდესი გამოცდილება აქვს, აქტიურად იყო ჩართული კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტში სახელწოდებით „საგანმანათლებლო პროგრამა საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სკოლებისთვის“,  იყო რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტის  "სამეგრელო-რეგიონის წარსული და კულტურის ისტორია" კოორდინატორი და მონაწილეობა მიიღო ამავე პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ექსპედიციაში. ის ასევე არის საქართველოს ხელოვნების სასახლისა და გუგლის კულტურული ინსტიტუტის მიერ ისეთი მნიშვნელოვანი ერთობლივი  პროექტების განმახორციელებელი როგორებიცაა:

             

  1. Art of the Florenskaya Sisters The story of Florenskaya sisters and the art created parallel to their tragical lives.
  2. Treasure of Dadiani Palaces One of the oldest and important hearth of Christendom in Caucasus.
  3. From Secular Spectacle into Political Satire A mesmerising story of the Georgian folk theatre.
  4. A Fair Reflection.
  5. Georgian Attire-Reflection of Political Climate.    იხილეთ შესაბამისი ბმულები:
  1. https://artsandculture.google.com/story/1gWRyCB8WyWRLg
  2. https://artsandculture.google.com/story/ZQWxxVQNdUwcIQ
  3. https://artsandculture.google.com/story/NAVBSDJz2O7xIA
  4. https://artsandculture.google.com/story/cwUBYqalLOQiRA
  5. https://artsandculture.google.com/story/KwWxxafune2BYw

საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოება, რომელიც არის  დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოების  წარმომადგენლობა (ასოცირებული საზოგადოება)  საქართველოში,  2023 წელს დაფუძვნდა. საზოგადოების მიზანია მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების კვლევა და ხელშეწყობა. მათ შორის, საქართველოს ისტორიის შესწავლა და მისი პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოება ხელს შეუწყობს სამეცნიერო ექსპედიციებს, რომლებიც გამოავლენს ახალ ისტორიულ წყაროებს, ძეგლებსა და სიძველეებს. ის იზრუნებს არა მარტო საქართველოს შესახებ აზიური წყაროების შესწავლაზე, არამედ  აზიის შესახებ ქართული ლიტერატურული თუ ისტორიული ძეგლების კვლევასა და პოპულარიზაციაზე.

გვიანი შუასაუკუნეებიდან საქართველოს შესახებ გაიზარდა ევროპელთა ინტერესი, აქედან გამომდინარე ევროპაში დაიწერა და დაიბეჭდა არაერთი უმნიშვნელოვანესი რუკა, საინტერესო ცნობა, აღწერილობა, მინიატურა, ჩანახატი თუ  პოლიტიკური მოხსენება. საზოგადოების მიზანია ამ ცნობების მოძიება, შესწავლა და გამოქვეყნება.

ევროპელი მეცნიერები უძველესი დროიდან დიდი ინტერესით მოგზაურობდნენ ოსმალეთში, სპარსეთში, ინდოეთისა და ავღანეთში. ხშირად ეს მოგზაურები თუ მეცნიერები გაივლიდნენ საქართველოში და ჩერდებოდნენ სხვადასხვა ქალაქში. ხდებოდა ისეც, რომ ისინი დიდი იმპერიების დედაქალაქებში ხვდებოდნენ ამ იმპერიების მმართველთა კარზე დაწინაურებულ ქართველ ბეგებს, მამლუქებს და სხვა სახელმწიფო მოღვაწეებს. იქიდან გამომდინარე რომ ეს შრომები უშუალოდ საქართველოს არ ეძღვნებოდა ხშირად ისინი ქართული მეცნიერების ან მთარგმნელობითი საქმიანობის მიღმა დარჩა, რის გამოც ჩვენს ეროვნულ ისტორიოგრაფიაში დღემდე ბევრი ძვირფასი ისტორიული წყარო მიმოქცევაში არ შემოსულა. საზოგადოების მიზანია ამ დანაკლისის შევსებაც.

საზოგადოება მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებთან, ხელს შეუწყობს ქართველი მეცნიერების ნაშრომების პუბლიკაციას უცხოეთში, ორგანიზებას გაუწევს საერთაშორისო და ადგილობრივი დონის სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას. საზოგადოება გამოსცემს ყოველწლიურ ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალს.

საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოება შეიქმნა საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმთან მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის შედეგად, ამდენად საზოგადოების მიზანია შექმნას ახალი სამუზეუმო კოლექციები, მოაწყოს მათ შესახებ გამოფენები და გამოსცეს პუბლიკაციები

მეცნიერთა წახალისების მიზნით საზოგადოება დააწესებს პროფესიულ  ჯილდოებსა და პრემიებს.