საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოება ნუცა სანაიას სამეცნიერო გზას მხარს უჭერს



საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოება მუდმივად  ეხმარება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების მეტად განვითარებას საქართველოში.
სწორედ ამიტომ, იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ახალგაზრდა თაობის განვითარებას, მათი განათლების დაფინანსების
ხელშეწყობასა და სწორი მომავლის მიმართულების განსაზღვრას.
 

სწორედ ამ ხედვის ფარგლებში, საქართველოს სამეფო აზიურმა საზოგადოებამ გამოიჩინა ინიციატივა, დაეხმაროს ახალგაზრდა ქართველ პერსპექტიულ სტუდენტს, ნუცა სანაიას, განათლების მხარდასაჭერად საჭირო ფინანსური რესურსების მოძიებაში. ნუცა სანაია არის ჰავაის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის სტუდენტი, სადაც შეისწავლის ოკეანოგრაფიას. 

 
ვუსურვებთ ნუცასა და  ყველა ქართველ  ახალგაზრდას წარმატებას, ვისაც სურს თავისი მომავლი მეცნიერების სიღრმისეულ შესწავლას დაუკავშიროს.
 

ვიმედოვნებთ, რომ უნივერსიტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ნუცა სანაიას მოღვაწეობა და სამეცნიერო კვლევები ოკეანოგრაფიის სფეროში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აზიური სამყაროს სიღრმისეულ შესწავლაში. მომავალში ნუცა ასევე შეისწავლის ოკეანეების გავლენას აზიურ კულტურაზე, რაც მისი კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახდება.