საქართველოს სამეფო აზიურ საზოგადოებასა და კორეის სამეფო აზიურ საზოგადოებას შორის ურთიერთანამშრომლობა დაიწყო



2025 წლის ივნისის დასაწყისში საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების ვიცე პრეზიდენტის თამარ ლაცაბიძის კორეაში ვიზიტსა და RAS კორეის პრეზიდენტ ბატონ დენი პარკსა და მის წინამორბედთან ბატონ სტივენ ლ. შილდსსთან შეხვედრას ხელშესახები შედეგები მოჰყვა. საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების ბიბლიოთეკამ RAS კორეის სამეცნიერო ჟურნალის ნომრები მიიღო. კომპლექტი 1900 წლიდან 1936 წლის ჩათვლით გამოსულ ყველა ინგლისურენოვან ნომერს მოიცავს. აღნიშნული კოლექცია დიდი შენაძენია როგორც საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოებისათვის ისე ქართული სამეცნიერო წრეებისათვის. ჟურნალების სერია საინტერესო და მრავალმხრივ ინფორმაციას შეიცავს კორეის ისტორიისა და კულტურის შესახებ. საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოება სარგებლობს შემთხვევით და მადლიერებას გამოხატავს კოლეგა ორგანიზაციის მისამართით.