სამეფო აზიური საზოგადოება (RAS) ხანგრძლივი ისტორიით გამოირჩევა. ეს ორგანიზაცია, რომელიც გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის ტერიტორიებზე 1824 წლის აგვისტოში დაარსდა, მიზნად ისახავდა აზიასთან დაკავშირებული მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების შესწავლასა და წახალისებას.
აზიის არაერთ რეგიონალურ ფილიალს მსგავსად ხანგრძლივი ისტორია აქვს — მათ შორის, კორეის სამეფო საზოგადოებას, რომელიც 1900 წლით თარიღდება.
მიუხედავად ამისა, RAS-ის ახალი ფილიალების შექმნა დღესაც გრძელდება. მათ შორისაა საქართველოს ფილიალიც, რომელიც 2023 წელს დაარსდა და მდებარეობს აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე.
მიმდინარე თვის დასაწყისში, RAS საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი თამარ ლაცაბიძე კორეაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა RAS კორეის პრეზიდენტ დენი პარკს და ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელს, რევერენდ სტივენ ლ. შილდსს.
მხარეებმა რეგიონულ ფილიალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრეს.
„ქალბატონი თამარი RAS-ის ფილიალების ხედავს, როგორც სიცოცხლით სავსე ქსელს, რომელიც ითანამშრომლებს საგანმანათლებლო და კულტურულ გაცვლებში, ისტორიულ კვლევებსა და სხვა აკადემიურ ინიციატივებში,“ – განუცხადა შილდსმა The Korea Times-ს. „RAS კორეა სრულად იზიარებს მის ხედვას და სიხარულით ელოდება თანამშრომლობის დაწყებას RAS საქართველოსთან — და დროთა განმავლობაში, კავშირების გაღრმავებას აზიის სხვა ფილიალებთანაც.“
მან აღნიშნა, რომ ისტორიულად RAS კორეა იყო სწორედ ის ერთადერთი ფილიალი ქვეყანაში, რომელიც ბრიტანეთის კოლონია არასოდეს ყოფილა.
„RAS საქართველოს დაარსებით კი, ახლა უკვე ორი ასეთი ფილიალი არსებობს,“ — განაცხადა მან.
„აზიის ორ საპირისპირო კიდეზე მდებარე — საქართველო დასავლეთში, კორეა კი აღმოსავლეთში — ორივე ერს ღრმა ისტორიული მემკვიდრეობა გააჩნია და სწორედ ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში კულტურულ გზაჯვარედინს წარმოადგენდა.“
მან აღნიშნა, რომ ისტორიულად RAS კორეა იყო სწორედ ის ერთადერთი ფილიალი ქვეყანაში, რომელიც ბრიტანეთის კოლონია არასოდეს ყოფილა.
„RAS საქართველოს დაარსებით კი, ახლა უკვე ორი ასეთი ფილიალი არსებობს,“ — განაცხადა მან.
„აზიის ორ საპირისპირო კიდეზე მდებარე — საქართველო დასავლეთში, კორეა კი აღმოსავლეთში — ორივე ერს ღრმა ისტორიული მემკვიდრეობა გააჩნია და სწორედ ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში კულტურულ გზაჯვარედინს წარმოადგენდა.“
მხარეებმა საქართველო-კორეას შორის არსებული საერთო მახასიათებლები გამოკვეთეს. აღსანიშნავია ორი ქვეყნის უნიკალური ანბანი, მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურული ტრადიციები და გამორჩეული ქალი მონარქები — სილას დედოფალი სონდოკი კორეაში და საქართველოს მეფე თამარი.
ორივე ლიდერი ქვეყნის სათავეში იმ დროს იდგა, როდესაც საზოგადოება მკაცრად პატრიარქალური წესებით იყო ჩამოყალიბებული. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სახელმწიფოების გაძლიერებასა და კულტურული სიცოცხლის განმტკიცებაში. დღეს ისინი ეროვნულ გმირებად ითვლებიან.
„ეს ძლიერი საერთო ნიშნებია ორმხრივი მდიდარი პარტნიორობისათვის — განაცხადა შილდსმა.
„დენი და თამარი ამჟამად მუშაობენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე, რომელიც RAS კორეასა და RAS საქართველოს შორის პარტნიორობის ფორმალიზებას ისახავს მიზნად. მემორანდუმი განსაზღვრავს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, მათ შორის: ურთიერთწევრობას, პუბლიკაციების გაცვლასა და საგანმანათლებლო პროგრამებს.“
„RAS კორეა მომავლში მეგობრობის გაღრმავებასა და ჩვენი საერთო მიზნის— აზიის ისტორიის, კულტურისა და მეცნიერების კვლევისა და პოპულარიზაციის — წინწაწევას იმედით ელის,“ — განაცხადა შილდსმა.
RAS საქართველო დაკავშირებულია თბილისის ხელოვნების სასახლესთან.
ლაცაბიძე არის სამი დამფუძნებელიდან ერთ-ერთი, დანარჩენები კი RAS საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი კალანდია და ირაკლი ზამბახიძე არიან.
შესაბამისად, განსხვავებით სხვა მრავალი RAS ფილიალებისაგან, რომლებიც ბრიტანელი ოფიციალების მიერ დაარსდა და ძირითადად ემიგრანტულ საზოგადოებებს ემსახურებოდა, RAS საქართველო დაარსდა და მოქმედებს სწორედ ქართველების მიერ.
თამარ ლაცაბიძე, გლობალური ბანკინგის პროფესიონალია, რომელიც დიდი ხანია აქტიურად იცავს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას — განსაკუთრებით იცავდა ისტორიულ ხელნაწერებს, ლონდონში HSBC-ში მუშაობის პერიოდში.
მისი აქტიური მონაწილეობა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოების საქმიანობაში საფუძველი გახდა მისი დღევანდელი მცდელობების, რომლებიც მიზნად ისახავს RAS-ის ფილიალების ურთიერთკავშირების გაძლიერებას მთელს მსოფლიოში.