საქართველოს ხელოვნების სასახლემ, საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების აქტიური მხარდამჭერით, აღნიშნა იული სტრაუმეს 150 წლის იუბილე. სტრაუმე იყო ცნობილი ლატვიელი საზოგადო მოღვაწე და ერთ-ერთი პირველი ორიენტალისტი საქართველოში, რომელმაც შეისწავლა კავკასიის ხალხთა ტექსტილის გრაფიკა და ქსოვის ტრადიციები. საღამო მოიცავდა გამოფენის გახსნას, კატალოგის გამოცემას და სტრაუმეს ბიუსტის გახსნას მუზეუმის ეზოში, იული სტრაუმეს შენობის წინ. ღონისძიებას უმასპინძლა პროესორმა გიორგი კალანდიამ, საქართველოს ხელოვნების სასახლის კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა და საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების პრეზიდენტმა, ესწრებოდნენ ქ-ნი თეა წულუკიანი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, ქ-ნი ჰადას ესტერ მეიცადი, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, და ქ-ნი ედიტე მედნე, ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, სხვა სტუმრებთან ერთად.